ცოტა ხნის წინ “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან” სროლის ხმები ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტვ პირველი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიზიკური დაპირისპირება უცხოელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა.
ამ წუთებში უნივერსიტეტში პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.