,,ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ რუსული სამყაროს ნაწილი”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია.

,,ჩვენ (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. და აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი”, – განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიტყო.

,,უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროში. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას”, – აცხადებს შამბა. 

მსგავსი თემები