პალესტინური მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად ერთი პალესტინელი მაღალჩინოსანი დაიღუპა.
გარდაცვლილი ღაზაში პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი, ჯიჰად მუჰეისენია.
მუჰეისენი ღაზაში, ისრაელის მიერ განხორციელებულ დაბომბვას ემსხვერპლა.