მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი ნახეს – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს.

80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი ტყვედ კიბუც ნირ ოზში აიყვანეს.

,,განადგურებული ვართ იმის გამო, რომ ნოიას და მისი ბებია კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები