,,მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს”- ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმიანება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიისადმი უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობის გამო, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ახალი პერსპექტივები გაეხსნება“.

,,ეს განცხადებები [უკრაინის პრეზიდენტისგან] აჩვენებს, რომ ზელენსკისა და მის უკან მდგომ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს, რომ გააფართოოს კონფლიქტის მონაწილეთა არეალი და შექმნას არასტაბილურობის დამატებითი სარტყელი რუსეთის გარშემო… მე მჯერა, რომ საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა გამოიჩენს თავშეკავებულობასა და პრაგმატიზმს. მე არ ვფიქრობ რომ მათთვის ომი დღეს მომგებიანი იქნება”, – განაცხადა ბჟანიამ. 

მსგავსი თემები