აშშ საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

,,მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაზრდილი დაძაბულობის, ტერორისტული თავდასხმების, დემონსტრაციების ან აშშ-ის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი ურჩევს აშშ-ის საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე.

აშშ-ს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

იყავით ფხიზლად ტურისტულ ადგილებში;

დარეგისტრირდით სმარტ მოგზაურთა ჩარიცხვის პროგრამაში (STEP), რომ მიიღოთ ინფორმაცია და შეტყობინებები, ასევე გამარტივდეს თქვენი მდებარეობის დადგენა საგანგებო სიტუაციებში;

გამოიწერეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდი Facebook-სა და Twitter-ზე”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები