საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 8 711-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 646 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 016 შემთხვევა გამოვლინდა, 2 024 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი.

მსგავსი თემები