„ეს კი ჩემს არქივს დარჩება“ – ეკა გულუა „CHINADAILI“-ს მეორე გვერდზე (ვიდეო)

პირველ გვერდზე პრეზიდენტები, მეორეზე კი „მედიაცენტრი მთავარის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ეკა გულუა – ეს გაზეთი „CHINADAILI”-ა, 18 ოქტომბრის გამოცემა. გაზეთი მთლიანად საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმს – „ქამარი და გზა“  ეხება, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიხსნა.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად 140 ქვეყნის თუ რეგიონის 4 000-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია ჩავიდა. მათ შორის პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები და სხვა. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა და სტუმრებს შორის იყვნენ პრეზიდენტი პუტინი, გაეროს გენერალური მდივანი გუტერეში და სხვა მაღალი დონის სტუმრები. აღნიშნულ გამოცემა კი მთლიანად აღნიშნულ ფორუმს ეძღვნებ, რომლის  მეორე გვერდზე „მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუაც მოხვდა, რომელიც ფორუმის მიმდინარეობას პეკინიდან აშუქებს.

„ეს ჩემს არქივში დარჩება, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიული პროცესების მონაწილე და ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი“ – აბობს ეკა გულუა.

მსგავსი თემები