ნასაკირალის უღელტეხილზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ,,გურია TV” ავრცელებს და წერს, რომ ისინი გეგმიურ დიალიზზე მიდიოდნენ.
დაშავებულები ოზურგეთის კლინიკა ,,მედალფაში” გადაიყვანეს, საიდანაც ისინი იმ დაწესებულებაში გაგაიყვანეს, სადაც დიალიზის მომსახურების მიღებას შეძლებენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს მოტეხილობები და თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდათ.