,,გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე”- კობახიძე

,,სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი იყო არამარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართ, არამედ შეიცავდა ისეთ პასაჟებს, რომლებიც გადიოდა ზრდილობის ზღვარს მიღმა.

„განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით, სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები