,,ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ”- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილს არც ქარიზმა აქვს, არც მაინც და მაინც პოპულარობა,ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს.

,,იმის გამო, რომ ნული ქარიზმა აქვს სალომე ზურაბიშვილს, თქვენ გახსოვთ რამხელა პრობლემები გადაგვხდა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯერ პირველ ტურში, მერე მეორე ტურში. ვიდრე ბილბორდებზე არ ჩაენაცვლნენ ოცნების ლიდერები სალომე ზურაბიშვილს, მანამდე ხალხს ხმა ვერ მივაცემინეთ,”- განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები