ღაზის სექტორში მყოფ მძევლებს შორის 30-მდე ბავშვი და 20-მდე მოხუცია

ღაზის სექტორში მყოფ 203 მძევალს შორის 30-მდე ბავშვი და 20-მდე მოხუცია. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

გარდა ამისა, 100-დან 200-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მსგავსი თემები