დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვის ენერგეტიკული ბიზნესის შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ელექტროენერგეტიკის საფუძვლების რეგულირების კურსის მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორც ეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკული ბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე, ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე. სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულირების საფუძვლების შესახებ ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ელექტროენერგიის რეგულირების საკითხებს, საკანონმდებლო ჩარჩოს, ტარიფების კალკულაციას, ენერგეტიკის…

მეტი...

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ძაღლი, კუპატა მოკვდა

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ძაღლი, კუპატა მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ლეგენდარულმა კუპატამ, თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა… ჩვენი პატარა მეგობარი, სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე ყველას თავი შეაყვარა. ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული კი ბევრად ადრე დაიწყო… ალბათ უკვე ყველამ იცით, რომ კუპატას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რომელსაც დიდხანს ვებრძოდით… გუშინ, მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა. მადლობა თქვენ, კუპატას ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, სიყვარულისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. კუპატამ დიდი სიყვარული და ბევრი ტკბილი მოგონება დაგვიტოვა. პატარა მეგობარო, არასოდეს დაგვავიწყდები“,- ნათქვამია კუპატასთვის შექმნილ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

„დარწმუნებული ვარ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარმატებაში“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკში ირიგაციის და წყლის სექტორის მენეჯერ უინსტონ უისმთან და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან გამართულ შეხვედრაზე GRAIL-ის ტექნიკური და ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხები განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც სამუშაო პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობითაც იყო განპირობებული. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. პროექტის განხორციელების…

მეტი...

„ერთად დავგეგმოთ, ერთად ავაშენოთ და ერთად ვისარგებლოთ“ – პრეზიდენტი სი ძინპინი

„როდესაც ქვეყნები თანამშრომლობენ და მოქმედებენ ერთობლივად, ღრმა უფსკრული შეიძლება გადაიქცეს გამზირად,  ზღვაზე ჩაკეტილი ქვეყნები შეიძლება გახდეს ხმელეთთან დაკავშირებული და განუვითარებლობის ადგილი შეიძლება გარდაიქმნას კეთილდღეობის ქვეყნად“ – ეს ჩინეთის პრეზიდენტის სიტყვებია, რომელზეც მან საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმის – „სარყელი და გზა“ გახსნაზე ისაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი“ ფორუმს სწორედ პეკინიდან რადენიმე დღეა აშუქებს. ამჯერად კი შემოგთავაზებთ იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც პრეზიდენტმა ფორუმის გახსნაზე ისაუბრა. „წელს აღნიშნავს მე 10 წლის იუბილეს. „სარტყელი და გზა“ ფოკუსირებულია კავშირის გაღრმავებაზე, მიზნად ისახავს გააძლიეროს პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, ფინანსური და ადამიანთა შორის კავშირი, მისცეს ახალი იმპულსი გლობალურ ეკონომიკას, შექმნას ახალი…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა. სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ  ნეთანიაჰუს და პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ,,ყველა სამოქალაქო პირის სიკვდილი ტრაგედიაა. და ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა ჰამასის საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ”, – განაცხადა სუნაკმა ვიზიტის წინ.

მეტი...

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, კაპიტოლიუმთან აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა – დაკავებულია 300 ადამიანი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აშშ-ში, კაპიტოლიუმთან საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოგვიანებით შენობაში შევიდნენ. აქციის მონაწილეები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების გამო, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდენ. პოლიციამ დაახლოებით 300 ადამიანი დააკავა. პოლიციის სპიკერის განცხადებით, რომ უმეტესობა დააკავეს კაპიტოლიუმის შენობაში დემონსტრაციისთვის. პოლიციის სპიკერის თქმით, მომიტინგეებს, ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებას, შეუძლიათ ლეგალურად შევიდნენ კაპიტოლიუმის კომპლექსში და პრობლემები მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ისინი არეულობას იწვევენ.

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საზღვრის უსაფრთხოებისა და რეპატრიაციას გაძლიერების პირობას დებენ

ბელგიისა და შვედეთის ლიდერებმა და ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ საზღვრის უსაფრთხოებას და გააძლიერებენ რეპატრიაციას მას შემდეგ, რაც ტუნისიდან თავშესაფრის წარუმატებელმა მაძიებელმა ბრიუსელში ორი ადამიანი მოკლა. ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება არაავტორიზებული ემიგრანტების დაბრუნების უფრო ეფექტური სისტემა. „ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ამის გაკეთება მხოლოდ კოორდინირებული გზით შეგვიძლია”, – განაცხადა  დე კროომ. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ევროპის ღია საზღვრის შენგენის ზონა ვერ გადარჩება, თუ ევროკავშირის გარე საზღვრები უკეთესად არ იქნება დაცული არასასურველი იმიგრაციისგან. „თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი საერთო საზღვრების დაცვას, ჩვენ ვერ შევძლებთ…

მეტი...

,,ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაურტყამს ამ ტერიტორიისთვის”- ისრაელის თავდაცვის ძალები დრონის კადრებს აქვეყნებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში, ალ-აჰლის ბაპტისტური საავადმყოფოს თავზე აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ გადაღბულ დრონის კადრებს აქვეყნებს. მათი განცხადებით,  “ისლამური ჯიჰადის წარუმატებელი რაკეტის გაშვების შედეგად მიყენებული ზიანი მიმდებარედ არის ავტოსადგომზე და არ ჰგავს დარტყმის შედეგად წარმოქმნილ კრატერს”. ,,გარდა ამისა, ჰოსპიტალის ირგვლივ შენობები არ დაზიანებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაურტყამს ამ ტერიტორიისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ბაიდენის თქმით, ეგვიპტე რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა

”სიენენის” ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი  ჰუმანიტარული დახმარებისთვის რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას დათანხმდა. ჯო ბაიდენის თქმით, გამშვები პუნქტი გაიხსნება მხოლოდ დახმარების მისაღებად და არა ევაკუაციისთვის. „ის დათანხმდა გამშვები პუნქტის გახსნას ორი საქმის გასაკეთებლად. თავიდან გავუშვით 20-მდე სატვირთო მანქანა. ჩემი ელჩი ახლა კაიროშია, ის აპირებს ამის კოორდინირებას. მას აქვს უფლებამოსილება, გააკეთოს ის, რაც საჭიროა ამის მისაღწევად”,- განაცხადა ბაიდენმა.    

მეტი...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს – Le Monde

ფრანგული მედიiიის Le Monde-ის ინფორმაციით,  13 ოქტომბერს საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის მამა საქართველოში ცხოვრობს და ის ჯერ არ არის დაკითხული. მედიის ცნობით, 20 წლის ტერორისტის მამა საფრანგეთმა 2018 წელს ქვეყნიდან გააძევა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,გრიგოლ ლილუაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, საფრანგეთს საქართველოსთვის არ მიუმართავს. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ არასში 20 წლის ჩეჩენმა დანით ფრანგული ენის მასწავლებელი მოკლა, კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი კი მძიმედ დაჭრა.

მეტი...

საქართველო ჩინეთს კიდევ უფრო უახლოვდება – პეკინის საერთაშორისო ფორუმი (ვიდეო) 

„ქამარი და გზა“ – საერთაშორისო მნიშვნელობის 2 დღიანი ფორუმი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გუშინ დსრულდა. ფორუმში წარმოდგენილი იყო 140-მდე ქვეყნისა თუ რეგიონის 4000-მდე მაღალი დონის დელეგაცი პრზეიდენტების, პრემიერ-მინისტრების თუ მინისტრების სახით. ფორუმი პირადად პრეზიდენტმა სი ძიმპინმა გახნა. სტუმრებს შორის იყვნენ: გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში; უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი; რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი; საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და სხვები. წლევანდელი ფორუმის თემა იყო „ერთად სართო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქარტთველოს „სარტყელი და გზის“ ინიციატივაში ჩრთულობამ, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითარშვილმა ფორუმის მთავარი დისლოკაციის წერტილიდან  „მედიაცენტი მთავართან“ ისაუბრა.…

მეტი...