,,პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა”- ვახტანგ მეგრელიშვილი

პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ წევრ ვახტანგ მეგრელიშვილს.

პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

„ბატონო ვახტანგ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოგცემთ უფლებას, ასე ხელაღებით იძახოთ – „სასამართლო რომ გვქონდეს“. სასამართლო გვაქვს ამ ქვეყანაში და ამას შევეგუოთ. შეიძლება, ვინმე კამათობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რამე ნაკლოვანება არსებობს სასამართლოში და ამას გასწორება სჭირდება, მაგრამ არაფრის დიდებით სწორი არ არის იმის თქმა, რომ არ გვაქვს სასამართლო. ამ პარლამენტში ვინმე კლოუნად თუ აღიქვამს თავს და პარლამენტს – კლოუნადად, ეს მისი პრობლემაა და არა აქ მყოფი ყველა კოლეგის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო არაფერს წარმოადგენს და ბიუროკრატიის გაგრძელებაა.

მსგავსი თემები