ავარია ლვოვში – ეკა ტყეშელაშვილი მძიმედ დაშავდა

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს, ლვოვის რაიონში ავარიაში მოყვა.

შემთხვევაკიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა.  ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ჰიუნდაის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს მარცხენა წინამხრის მოტეხილობით, ტვინის შერყევის, გულმკერდის კონტუზიის დიაგნოზით.

უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა.

მსგავსი თემები