,,კლავდნენ ყველაფერს რაც მოძრაობდა, ქალების ცხედრები მოფენილია ქუჩაში”- გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი

გაეროში ისრაელის მუდმივი წარმომადგენელის, გილად ერდანის განცხადებით, . ისრაელმა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა და მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულია. მისი თქმით, დაუნდობელმა ტერორისტებმა ქუჩებში დახვრიტეს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები.

,,ეს არის ისრაელის 11 სექტემბერი და ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები სახლში დაბრუნდნენ. ისრაელმა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა და მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულია, მართლაც გაუგებარი. ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ასობით ადამიანი შეეწირა, დაუნდობელმა ტერორისტებმა ქუჩებში დახვრიტეს უდანაშაულო ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები, კლავდნენ ყველაფერს რაც მოძრაობდა, ყველაფერი. მე მხოლოდ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს ქალების ცხედრები მოფენილია ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე მოფენილი, უდანაშაულო მოკლული ცივ სისხლში ეს ცხოველების მსგავსი ტერორისტები შეიჭრნენ სახლებში, შეკრიბეს მთელი ოჯახები ოთახებში და დახვრიტეს ისინი თითქოს მწერებს ურტყამდნენ”, – აცხადებს ერდანი.

 

ფოტო: ”სიენიენი”

 

მსგავსი თემები