კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა – არესტოვიჩი

შეხედეთ დასავლური პრესის პუბლიკაციებს უკრაინის შესახებ – კორუფცია, კორუფცია, კორუფცია. თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში არაფერი იციან ამის შესახებ, ძალიან ცდებიან, მათ ყველაფერი იციან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმაგანაცხადა.

მისი თქმით, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა.

„რა თქმა უნდა, ქურდობის ბაკქანალია, რომელიც ჩვენთან ხდება, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებით, მძიმეა როდესაც იპარავენ ამერიკულ ფულს… ანუ ამერიკელები გვეუბნებიან – თქვენ ჩვენ გვიყვებით სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ და ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი ამ ფულს იპარავთ. რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ამაზე? ისინი გვიგზავნიან რეფორმების ჩამონათვალს, რომლებმაც უნდა გამოასწოროს ვითარება. ასევე პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ფრონტზე მომარაგების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიკორუფციულ ქმედებებთან. შიდა ამერიკული პოლიტიკური დაპირისპირებაც რომ არ ყოფილიყო, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან და აშშ-ი კი ახლა პრაქტიკულად იდეოლოგიური სამოქალაქო ომია. მათ ერთმაენთი ეზიზღებათ, ისინი დაყოფილები არიან. დაყოფილები არიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელებიც. ღმერთმა უწყის რა ხდება. ვგულისხმობ არა დაპირისპირებას ქუჩებში, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლას. უკრაინა არის სამი მთავარი თემიდან ერთ-ერთი. მაგალითად არსებობს ხალხი, რომელმაც გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ბაიდენს და ამის მიღწევა სურთ. ეს ხალხი ავლებს ხაზს ავღანეთიდან უკრაინამდე და ამბობენ, რომ ავღანეთში სახსრების არეფექტურმა ხარჯვამ, როდესაც ფულს უბრალოდ იპარავდნენ და უნარი არ ჰქონდათ განეხორციელებინათ რეფორმები ქვეყანაში, მიგვიყვანა, რომ აშშ-მა უზარმაზარი სახსრები დახარჯა ავღანეთში და შემდეგ სამარცხვინოდ მოგვიხდა ევაკუაცია, როდესაც ხალხი თვითმფრინავს ეკიდებოდა. ეს ხალხი ამბობს, რომ უკრაინაშიც იგივე ისტორიაა. ისინი იპარავენ უამრავ ფულს და არაეფექტურად ხარჯავენ, რადგანაც გვანახეთ მაშინ თქვენი კონტრშეტევის შედეგი, რომლისთვის ასე დიდ ხანს ვემზადებოდით”,- განაცხადა არესტოვიჩმა.

 

მსგავსი თემები