,,ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა”- მოდელი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. მოდელი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მარიშა გვიდანი გუშინ გარდაიცვალა.

„მარიშა ვიღაცის გაუმაძღარ და ხარბ მუცელს შეეწირა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, გადათხრეშილმა, ველოსიპედით მიმავალ ბავშვს ისე დაარტყა მანქანა, რომ ჰაერში აისროლა, მენჯი, არტერია, თირკმელი, ელენთა, ფილტვი მოაგლიჯა და ასფალტზე დანარცხებით ტვინი დაუზიანა“,- ნათქვამია „სოლიდარობის სახლის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: Geomodels Agency

 

მსგავსი თემები