სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წლის სექტემბრის თვეში, ხე- ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 85 ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 85 ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 – მცხეთა-მთიანეთის, 9 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 7 – შიდა ქართლის, 11 – სამცხე-ჯავახეთის, 3 – გურიის, 21 – იმერეთის, ხოლო 4 – გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

2023 წლის სექტემბერს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 120 კუბურ მეტრამდე მერქანი, მათ შორის, 48 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 72 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 824 ფაქტია გამოვლენილი, „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1365 კუბური მეტრი შეადგინა.

მსგავსი თემები