ავარია მახინჯაურში – დაიღუპა ერთო, დაშავდა ორი

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები