ლონდონში ინა გუდავაძის £10-მილიონიანი სახლი დაიწვა

ლონდონის სამხრეთით, სარეის საგრაფოში მდებარე 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების მეგა სასახლე დაწვა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ძვირადღირებული სასახლე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს ეკუთვნის.

გამოცემის ცნობით, სახლის სამწლიანი მრავალ მილიონიანი რემონტი, ფაქტობრივად, დასრულებული იყო, როდესაც მას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი 23 სექტემბერს გაჩნდა და მის ჩაქრობას რვა სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. სკოტლანდ იარდი ხანძრის გაჩენის მიზეზებს სწავლობს. ხანძარი, სავარაუდოდ, თავდაპირველად სახურავს მოედო.

მსგავსი თემები