ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუააცია დაიწყეს

ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუააცია დაიწყეს.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათის განცხადებით,  ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ბულგარეთმა სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დაბრუნა 90 მოქალაქე.  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუმინეთმა 346 მოქალაქე დააბრუნა ისრაელიდან.

ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.

მსგავსი თემები