ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმას ისრაელში უკრაინის 2 მოქალაქე ემსხვერპლა.

,,სამწუხაროდ, [ისრაელში] უკრაინის 2 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს. უკრაინის საელჩო ისრაელში ჩვენს დიპლომატებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს. დადგინდა ისრაელის სამხრეთით 5 უკრაინელის ადგილსამყოფელი. კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, გთხოვთ, იყავით ყურადღებით და მიჰყევით ადგილობრივი თავდაცვის ძალების ინსტრუქციებს”, – აცხადებს ზელენსკი.

მსგავსი თემები