მატარებლით მგზავრობა ტიბეტში – ვიდეორეპორტაჟი

ტიბეტის ქალაქ ლინჩიდან დედაქალაქ ლასამდე მატარებლით ვიგზავრე. მგზავრობის დრო დახლოებით 4 საათი. დაახლოებით 40 წუთის განმავობაში ვუყურებდი ამწვანებულ ხედებს. შემდეგ კი უკვე  კლდიანი ზონა გამოჩნდა. დედაქალაქი კი მთლიანად ხრიოკი, ქვიანი ადგილია, კლდეებს შუაა მოქცეული.

მიუხედავად ამისა, ძალიან გამაოცა, რომ კლდეებშიც კი მოწყობილია სარწყავი სისტემები და ინტენციურად ირწყვება ტერიტორია. ჩარგულია პატარა ხეები. მთელ პერიმეტრზე, ამ ქვიან ადგილებში არაერთი სასათბურე მეურნეობაც ვნახე. აქ ხეების ნაკლებობა და სიმწვანე ნამდვილად იგრძნობა, თუმცა, მიწა ყველგან დამუშავებულია, ცარიელი მიწა არსად შემხვედრია.

დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა ტიბეტიდან.

მსგავსი თემები