მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქართველი მოდელი  მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. მოდელი კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მარიშა გვიდანი გუშინ გარდაიცვალა.

„9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არამარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.~

 

ფოტო: Geomodels Agency

მსგავსი თემები