ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს

ევროკომისია „ჰამასის“ თავდასხმის გამო პალესტინელების დახმარებას აჩერებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის თქმით, ტერორის მასშტაბები და სისასტიკე, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ განხორციელდა გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს.

„როგორც პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია გადახედავს განვითარების პროექტების მთელ პორტფელს, რომელიც შეადგენს 691 მილიონ ევროს. მშვიდობის, ტოლერანტობის და თანაცხოვრების საფუძვლები მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს. ზიზღის, ძალადობის და ტერორის განდიდების წაქეზებამ მოწამლა ძალიან ბევრი ადამიანის გონება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ახლავე“, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები