ისრაელში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დაიღუპა

ისრაელში, ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი დაიღუპა. გარდაცვლილი ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

აღნიშნულ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია ორი ქართველი ებრაელი.

მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ისრაელის სამაშველო სამსახური

მსგავსი თემები