ჰამბურგის აეროპორტში ფრენები თავდასხმის საფრთხის გამო შეჩერებულია

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის აეროპორტში ფრენები დროებით წყდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის დედაქალაქ თეირანის თვითმფრინავზე თავდასხმის საფრთხეა.

როგორც აეროპორტში აცხადებენ, ფედერალური პოლიციის ღონისძიებები ტარდება, რის გამოც ფრენები შეჩერებულია.

სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს თვითმფრინავი, სადაც თეირანიდან 198 მგზავრი იმყოფებოდა.

მსგავსი თემები