ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა

თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რის გამოც დაზიანდა რამდენიმე მანქანა.

,,თბილისი – მარიჯანის ქუჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჯგუფმა ,,ჩემი ქალაქი მკლავს”.

ძლიერი ქარის გამო პრობლემების შეიქმნა სხვა ქუჩებზეც. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები.

მსგავსი თემები