ღაზაში თავდასხმების საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება

ისრაელის მიერ ღაზაში გაფრთხილების გარეშე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ, მძევლების სიკვდილით დასჯა დაიწყება. ინფორმაციას ჰამასის იზ ად-დინ ალ-ქამასის სპიკერი ავრცელებს.

,,ამ საათიდან ჩვენი ხალხის მიმართ გაფრთხილების გარეშე საკუთარ სახლებში დამიზნებით სროლას, სამოქალაქო მძევლების სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელიც ვიდეო და აუდიო საშუალებით გადაიცემა”, – აცხადებს სპიკერი.

არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქსენეტის წევრებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, რომ ისრაელი არ ჩამოაგდებდა ბომბებს იმ შენობის სახურავებზე, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობა თავშესაფრად იყენებს.

მსგავსი თემები