კახეთში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა

გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლილი ტყვიით მოზარდი დაშავდა. მცირეწლოვანი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, როდესაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და იქ მყოფ ბავშვს თვალის არეში მოხვდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა თამაშის დროს მოხდა.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.  დაშავებული კატასტროფის სამედიცინო ბრიგადას, სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავს.

მსგავსი თემები