კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახალგაზრდა ეკონომისტების დასაქმების მიზნით სტაჟირების პროგრამას აცხადებს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკური პროფილის სტუდენტების დასაქმების მიზნით, სტაჟირების პროგრამას აცხადებს. სააგენტოს მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და კონკურენციის პოლიტიკის დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ – ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, მაგისტრის სტატუსის და  ბაკალავრის დამამთავრებელ საფეხურზე მყოფი სტუდენტები. სტაჟირების ხანგრძლივობა 3-6 თვე.

სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან – 1 ნოემბრის  ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge უნდა  წარმოადგინონ განაცხადი.

მსგავსი თემები