ხერსონის ოლქზე რუსების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხერსონის ოლქზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად ქალაქ ბერისლავში განადგურდა კერძო საცხოვრებელი სახლებიც.

ცნობილია, რომ რუსებმა ავიაიერიში სოფელ ლვოვზეც განახორციელეს, რის შედეგადაც 67 წლის კაცი დაიღუპა.

მსგავსი თემები