,,რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას” – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. არსებული კრიზისული მდგომარეობა კი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს.

მათი ვარაუდით, საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია.

21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა.

„ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მსგავსი თემები