,,უკრაინაში მიმდინარე ომი იარაღით მოვაჭრეების ინტერესებში შედის” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან და იარაღით მოვაჭრეები დაინტერესებულნი არიან ამ სისხლიანი კონფლიქტის გაგრძელებით.

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, – აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.

მსგავსი თემები