ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და დაიღუპა

ხულოში ახალგაზრდა კაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას TV25.GE ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები