ქალი, რომელსაც რუსთავში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა

70 წლამდე ასაკის ქალი, რომელსაც რუსთავში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ჯერ ,,ჰუნდაის” და ,,ტოიოტას” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემდეგ კი ,,ტოიოტას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურთან მდგომ ქალს დაეჯახა.

მსგავსი თემები