ქვემო ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე მოზარდს დენმა დაარტყა. მოზარდმა გონება დაკარგა მცირე დროით, თუმცა მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სპორტული მოედანი სოფელში ახალი მოწყობილი იყო. კომპანიას, რომელმაც სტადიონი მოაწყო, ობიექტი მერიისთვის ჯერ არ ჩაუბარებია, რადგან ვადა 10 ოქტომბერს იწურება. სტადიონის ჩაბარებამდე, ობიექტი დაკეტილი იყო.

ადგილზე ვითარებას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც, საკითხს კომპანიასთან ერთად შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.

მსგავსი თემები