თბილისში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში 2 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბაგების სტუდქალაქში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სახლში მშობლებიც იმყოფებოდნენ. ბავშვი აივანზე გავიდა და გისოსებში გაძვრა.

ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები