ზესტაფონში 28 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ზესტაფონში 28 წლის ნიკა ცისკაძეს ეძებენ.

,,ბოლოს ნახეს საყავრიაში, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან ფეროსკენ მიმავალი, დაახლოებით 3 საათზე.

ნიკა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ნაკლებად კონტაქტური და არ იცის სახლამდე მისასვლელი გზა. ოჯახის ინფორმაციით, აცვია მომწვანო-მოცისფრო მოკლესახელოიანი მაისური”, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 591 81 72 49 ან შეატყობინეთ პოლიციას.

მსგავსი თემები