დიმიტრი როგოზინი დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ,,სენატორად” დაინიშნა

,,როსკოსმოსის” ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ,,სენატორი” გახდა.

როგოზინის ”სენატორად” დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი ევგენი ბალიცკიმ, 23 სექტემბერს მოაწერა. მომხდარს წინ უძღოდა, 8-10 სექტემბერს რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე ე.წ არჩევნების ჩატარება. თავად ბალიცკი კი ზაპოროჟიეს ოლქის ე.წ. გუბერნატორია.

ცნობისთვის, ,,არჩევნებს” საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელი იქნება ამ უკანონო ქმედებაზე.

ევროსაბჭოს განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული მოჩვენებითი ,,არჩევნები” საერთაშორისო სამართლის მიხედვით ბათილად ითვლება.

მსგავსი თემები