,,პოლონეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის სატრანზიტო დერეფნები მოამზადა” – ანდჟეი დუდა

პოლონეთმა მოამზადა სატრანზიტო დერეფნები უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ავრცელებს.

პოლონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქვეყნის პრეზიდენტი ვარშავას მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის ძალაში დატოვებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და მას სწორი გადაწყვეტილება უწოდა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მაქსიმალურად დიდი იყოს.

მსგავსი თემები