,,რუსეთი მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე” – ლავროვი

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ აპირებს, განიხილოს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: ამაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა: „დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განვიხილავთ არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ განვიხილეთ, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთმა კიევს მოსკოვთან მოლაპარაკება აუკრძალა და რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება მოგვიანებით მოლაპარაკება.

მსგავსი თემები