ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების სასამართლო პროცესი გადაიდო

ნიკა მელიასა და დაკავებული ოპოზიციონერების სასამართლო პროცესი გადაიდო. მორიგი სხდომა 23 ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

,,წარმოუდგენელია, თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად, ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

მსგავსი თემები