,,ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს – ნიკა მელია

,,ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი სამმართველოს შენობას შორის განსხვავება არ არსებობს”. ამის შესახებ ნიკა მელიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

,,დიღმის სამმართველოში, სადაც დროებითი დაკავების იზოლატორია და ვიყავი, იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. თუმცა მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე, არაფერი განსხვავება “ქართული ოცნების” ოფისს და დიღმის მთავარი პოლიციის სამმართველოს შენობის გარდა, არ არსებობს. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე”, – ამბობს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის სამი წევრი, გლდანში მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი ნაცემი თანაგუნდელის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის მოსანახულებლად მივიდნენ. შსს-ს ცნობით, ენმ-ის წევრები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები, თუმცა პარალელურად, უწყებას სისხლის სამართლის გამოძიება აქვს დაწყებული, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

მსგავსი თემები