,,მარცვლეულის შეთანხმების” დატოვების შემდეგ, რუსეთი უკრაინის პორტებს 118-ჯერ დაესხა თავს

,,მარცვლეულის შეთანხმების” დატოვების შემდეგ, რუსეთი უკრაინის პორტებს 118-ჯერ დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ალექსანდრ კუბრაკოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის დაახლოებით მესამედი განადგურებულია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 2023 წლის 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში, სტამბოლში მიღწეული ,,მარცვლეულის შეთანხმება”, რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

მსგავსი თემები