,,ზელენსკი ბაიდენს ხუთშაბათს შეხვდება” – სალივანი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ხუთშაბათს, 21 სექტემბერს ერთმანეთს შეხვდებიან.

,,ეს იქნება მათი მესამე შეხვედრა თეთრ სახლში. ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც რუსეთი უიმედოდ ეძებს დახმარებას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, უკრაინაში მისი სასტიკი ომისთვის”, – განაცხადა სალივანმა.

მისივე თქმით, რამშტეინის ფორმატის მორიგი შემდეგი მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება. The Washington Post-ის ცნობით, ზელენსკი ასევე ეწვევა აშშ-ს კონგრესს, რათა კანონმდებლებმა დაამტკიცონ დამატებითი დახმარება უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მსგავსი თემები