ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი

ხარკოვის ოლქის დღევანდელი დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, კაცი და ქალი, რომლებიც თავდასხმის დროს მანქანაში იმყოფებოდნენ, ადგილზე დაიღუპნენ.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსულმა ჯარებმა ქალაქს S-300 რაკეტებით შეუტიეს. ხუთმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები