გერმანული კომპანია უკრაინას 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს

გერმანული კომპანია Quantum Systems უკრაინას 100 დრონს გადასცემს.

,,გერმანული კომპანია Quantum Systems კიევს ახალი თაობის 100 ტაქტიკურ დრონს გადასცემს, რომელიც უკრაინაში უკვე გამოცადეს”, – ამბობს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

მისივე თქმით, შესაბამისი შეთანხმება ინვესტორთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან გერმანიაში გამართულ ერთ-ერთ სამიტზე იქნა მიღწეული.

მსგავსი თემები