ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს

დღეს ქალაქი ფოთი ნიკო ნიკოლაძის 180-ე საიუბილეო წელს ზეიმობს.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ჩატარდა მარათონი, მოეწყო საჩვენებელი საიუბილეო მხატვრული გამოფენები, სპორტული გამოსვლები.

„ნიკო ნიკოლაძის სახელობის კოშკში გაიმართა ქუთაისის ფოტო-კინო მეზეუმის ექსპონატების, ნიკოლაძისეული მემორიალური ნივთებისა და უცნობი ფოტოების გამოფენა.

ნიკოს ქალაქში, დღის მთავარი მოვლენაა საიუბილეო გალა-კონცერტი.

20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე გრანდიოზული მუსიკალური საღამო გაიმართება. დღესასწაულის მთავარი სტუმარია ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე.

ფოთელი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ჯგუფი „თეატრალურის კვარტეტი“; ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი; ეკა მამალაძე; ნატალია ქუთათელაძე.

გიწვევთ დღესასწაულზე ნიკოს ქალაქში!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები